კესარია აბრამიძე – რატომ არ შეიძლება ტრანსგენდერი იჯდეს პარლამენტში?

„სტატია წავიკითხე, რომ ვენესუელას პარლამენტში ტრანსგენდერი აირჩიეს, ასევე ერთი ტრანსგენდერი თეთრ სახლში ყოფილა, მგონი მრჩეველად. ხოდა ერთ-ერთი სტატია გავაზიარე და დავაწერე, დამელოდეთ მოვდივარ-მეთქი. ხოდა ამას მოჰყვა გამოხმაურება. სიმართლე რომ გითხრათ, რეალურად მეც მქონია შემოთავაზება სექსუალური უმცირესობის ლგბტ თემის ადამიანების დაცვის და არა მარტო ამ ადამიანების, ზოგადად ადამიანების უფლებების კუთხით, მაგარმ არ ვიყავი მზად ამისთვის და უარი ვთქვი. ასე რომ აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლებოდა პარლამენტში ვმჯდარიყავი, რატომაც არა, ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და რატომ არ შეიძლება ტრანსგენდერი იჯდეს პარლამენტში? მიუხედავად ამისა უარი ვთქვი, რადგან მშვიდი ცხოვრება და ჩემთვის ყოფნა ვარჩიე, თუმცა ცხოვრებაში ხვალ რა მოხდება არავინ იცის“.

Comments
Loading...