“ხალხი მშიერია და გაფარჩაკებული, ამას მიხედე უსინდისო ხელისუფლებავ”
სუფრასთან მოქცევის და ეტიკეტის სწავლება-თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ათასობით ლარზე, რითიც მერიის თანამშრომლებს მოქცევის ეტიკეტი უნდა შეასწავლონ, გია კორკოტაშვილი ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში საუბრობს:
უფრო შორს შეიძლება ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი. ამ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი და თუ ნარმანიაზე უნდათ რამეს გადატეხვა, ეს სხვაა. მაგრამ, აქ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი და იმ ადამიანებზე, ვინც ტყუილით მოვიდა ხელისუფლებაში, , ვინც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები, დააბოლა ხალხი, არიქა თორემ შეიძლება “ნაციონალები” მოვიდნენ, დაგიცოხოცონ ბავშვები სახლებში, ის ქნან, ან ეს და…ამით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ახლა როგორც უნდათ, ისე მანიპულირებენ. ხალხი უკვე დაღლილია. ახლა ამას გააკეთებს მერია, მერე მანქანის გადასახადები გვექნება, მერე სახლის, მერე სუნთქვის. ტყუილებშია ეს ქვეყანა და საზოგადოებასაც არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი თავი მას ეკუთვნის და გაძრომამდე მიყვანაზე, სიცოცხლის დამთავრებამდე მიყვანაზე აქვთ. გაბითურებული, შეურაცხყოფილი, მშიერია ხალხი. ეს საზოგადოება მაინც იდენფერენტული დარჩება და კიდევ ბევრჯერ დააბოლებენ. მე არ ვიცი ეს ხალხი რითია ასე დაბნეული, სიხარულის ნაპერწკალი ვერ დავინახე ვერსად. გაიხედეთ რა დღეში ვართ, ხალხო. ხალხი ვერ წყვეტს კონკრეტულ საქმეებს, ინიციატივასაც ვერ იჩენენ. ამას ხელისუფლებაც ვერ აკეთებს. იქ ზემოთ რომ არის არ გაბრაზდეს. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. სოციალური დახმარების რაღაც პროექტები შემცირებულია თანხები და ამაში გადაენაწილებინათ.
პირველი პარლამენტი, არჩევნები ყველაფერი დაიწყო ტყუილით. “ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, დღეს ოდესიდან მიშას ჰქონდეს სათქმელი, რომ 600 ათასი კაცი გვიჭერს მხარსო. გჭირდება? კი ბატონო გყავდეს, მაგრამ ჩვენ რა რეჟიმში ვიცხოვროთ? დავიხოცოთ? ხალხი მშიერია და ამ დაბოლებებით როდემდე უნდა აცხოვროთ? შემოგვიგდებენ თითო თემას და მორჩა. ხელისუფალი თუ ხარ, ლარ რატომ ვერ აკონტროლებ? როგორ უნდა გაგექცეს ასე ლარი, რომ სიგიჟემდე მიიყვანო ხალხი. ვინა ხარ? მაგრამ საზოგადოების ბრალია ყველაფერი, როგორც მოითმინეთ ის ათი წელი, ამასაც ასე მოითმენთ. 20-20 და 30 ლარად გაყიდეთ ხმები, რა ხმას ამოიღებთ, ნაყიდი ყავხართ “ოცნებას” ყველა. საზოგადობა არის გაფარჩაკებული. მიყვება დინებას, რასაც შესთავაზეს ეს მატყუარა ხელისუფალი. მატყუარები არიან სუყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული. მეთოდები დაგიძველდა მურტალო-დაგიძველდათ მეთოდები, “ნაციონალების” ლანძღვა ამოვიდა ხალხს, ახლა ხომ თქვენს ხელშია ყველაფერი, რას აკეთებ? რატომ ვერ აკეთებ? უუნარო ხარ და ამიტომ. მეც ხომ ვერ დამაბრალებენ ახლა “ნაციონალი ხარო” თქვენ უსინდისო ხალხო, ხელისუფლებავ, ხალხს მიხედე, მშივრებს მიხედეთ. ეს ბუმერანგი ცხვირში მოგხვდებათ ყველას-განაცხადა კორკოტაშვილმა.
წყარო:guriismoambe.ge