ხანძრისგან დაზიანებულ სამების ტაძარს მთავრობა 3 737 400 ლარის ნაცვლად 734 400 ლარს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 თვის შემდეგ, განკარგულება შეცვალა და ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარს ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარს აღარ გამოუყოფს.

მთავრობის გადაწყვეტილებით საკათედრო ტაძარი სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 737 400 ლარს მიიღებს.

მიზეზი ის ცვლილებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის განკარგულება №2732-შია აღნიშნული:

„საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის № 784 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის № 784 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქარ­თვე­ლოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 737 400 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი) ლარი”, – ნათქვამია განკარგულებაში .

 

ipress.ge

Comments
Loading...