ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები – ქართული “ტიტა” პირველი არ არის

ბიძინა ივანიშვილის მიერ ტიტას ჯიშის ასწლოვანი ხის შესყიდვამ და ციხისძირიდან ურეკში გადასარგავად ტრანსპორტირებამ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. AMBEBI.GE დაინტერესდა არსებობს თუ არა ხეების ზღვით გადატანის პრაქტიკა მსოფლიოში. სტატიაში წარმოგიდგენთ მრავალწლიანი ხეების ფესვიანად ამოღების და სხვა ადგილზე გადარგვის რამდენიმე ფაქტს.

პირველი ორი ფაქტი, რომელსაც “გუგლში” საძიებო სიტყვა “დიდი ხეების ტრანსპორტირება” გვიჩვენებს, გახლავთ შემდეგი: lifeofanarchitect.com-ზე გამოქვეყნებული სტატია ასწლიანი მუხის ფესვიანად გადატანას ეძღვნება, რომელიც დალასში, 2012 წელს განხორციელდა. ვინაიდან ხე იდგა ისეთ ადგილას, სადაც შენობის და პარკინგის სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, მისი მოჭრის ნაცვლად მცენარის სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. სტატიაში დეტალურადაა მოთხრობილი, ტექნიკურად როგორ მოხერხდა ეს. 75 000 კილოგრამიანი ხისა და ფესვებიანი მიწის გადატანას მომზადება, დაგეგმარება, თითქმის 6-კვირიანი მოთმინება და შესაბამისი უნარები დასჭირდა. მუხის მიწიდან ამოღება, ტრანსპორტირება და გადარგვა დაახლოებით 57 000 დოლარი დაჯდა.

3_special_autism

220px-Opening_a_window_to_the_autistic_brain

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რა დროსაც ხის ტრანსპორტირება წყლით მოხდა, საიტ lisahammerrca.com-ზე ვკითხულობთ. მაიამიში, სამანქანო გზასთან, ფეხით მოსიარულეთა ბილიკთან ახლოს მდგარი ორი უძველესი ხე წაიქცა. გადაწყდა, მსგავსი საშიშროების შემცველი ხეები ამოეღოთ და
ახალი, ჯანმრთელი ხეები დაერგათ.

შედეგად ათზე მეტი ზრდასრული მუხა და ფიკუსი ამოიღეს მიწიდან და მდინარეზე სპეციალური ბარჟით გადაიტანეს მაიამის მუზეუმ-პარკში. თითო ხე 45 000 კილოგრამს იწონიდა. “ხეების შენახვა და შენარჩუნება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი, ეს გახლდათ ინოვაციური გზა ამ დიდებული ხეების გადასარჩენად. მათგან ზოგიერთი ას წელზე მეტი ხნისაა და კიდევ ხანგრძლივი სიცოცხლე ექნებათ,” – განაცხადა ხეების გადარგვის იდეის ავტორმა ქალაქის კომისარმა მარკ სარნოფმა.

იხილეთ ვიდეო

წყარო:ambebi.ge

Comments
Loading...