ხელისუფლება არჩევნების წინ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებს მოიგებს, რადგან საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის.
ამის შესახებ ცინცაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა.
„ხელისუფლება არჩევნებს მოიგებს. ჩინოვნიკების ზრდა სწორედ ამით არის გამოწვეული. დღეს თბილისის მერიაში ორჯერ მეტი თანამშრომელია, ვიდრე რომის მერიაში. ეს არ არის გასაოცარი?
ივანიშვილმა კურსი აიღო ნახევრად მარგინალ ან მარგინალიზაციის გზაზე შემდგარ პიროვნებებზე. ეს იყო ივანიშვილის სტრატეგიული შეცდომა. დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველთვის უფრო რთულია არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთან პირიქითაა. გაცილებით ადვილია ხელისუფლებაში მოსვლა, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა და ავტორიტეტის შენარჩუნება“ – აფასებს პოლიტოლოგი.