ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს,“

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი.

„ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯერ უცნობია ვინ დაიკავებს მის ადგილს. სავარაუდო კანდიდატურებად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდებიან.

Comments
Loading...