ხიდაშელი აცხადებს, რომ ახალ მთავრობაში ის პოსტს შეინარჩუნებს
თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემრულებელი, თინა ხიდაშელი, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.
ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ პირადად მან დაგეგმილი ცვლილელების შესახებ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან უნდა შეიტყოს.
“მე ვფიქრობ, რომ ეს არის გიორგი კვირიკაშვილის პრივილეგია. ეს ცვლილებები მისგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. დიახ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება. ჩვენ ყველანი ამის საქმის კურსში ვართ,” – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ხიდაშელი ამბობს, რომ მის უწყებაში ცვლილებები არ იგეგმება.