ხიდაშელი – „გაზპრომს“ არ სურდა ასე ადვილად დანებებულიყო

საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები ყოველწლიურად იმართება ხოლმე.

„ჩვენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „გაზპრომთან“ ყოველწლიურად ვაწარმოებთ განმეორებით მოლაპარაკებას, რადგან ყველა კონტრაქტი ერთწლიანია. საქართველოში გადის მილსადენის მონაკვეთი, რომლითაც „გაზპრომი“ რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდის სომხეთს. საქართველო კი იღებს უფასო გაზს, რაც გარიგების ნაწილია.

რუსეთი ზრდის სომხეთის ბუნებრივი აირით მომარაგებას, ჩვენ კი გარიგების პირობებზე, მასთან განმეორებით მოლაპარაკებებს ვმართავთ. ჩვენ არასდროს გვქონია „გაზპრომთან“ ერთწლიანზე მეტი ხნის კონტრაქტი, ასე რომ ეს იყო ტიპური მოლაპარაკება, რომელიც სომხეთისთვის ბუნებრივი აირით მომარაგების გაზრდის გამო გაიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენი პროცენტი გულისხმობდა უფრო მეტ უფასო გაზს საქართველოსთვის, „გაზპრომს“ კი არ სურდა ასე ადვილად დანებებულიყო და ითხოვდნენ განმეორებით მოლაპარაკებას მთელ პროცენტულ მაჩვენებელზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Comments
Loading...