ხიდაშელი მაღლაფერიძეს – „მაგ ტელევიზიაში ტუალეტის სუნი რომ მოსაშთობია, ამაზე ვინ გიჟი იდავებს“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს, რომელმაც დღეს მაუწყებლის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.
„სამი თვეა მარტო დარჩნენ და უკვე 3 ტელევიზია 🙁 გეუბნებოდით არ დაიტოვებიანთქო ესენი მარტო 🙁 ლალალალალალალა – არჩევნების მადლი შეგეწიოთ 🙁 კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ 🙂
P.S. ხედვა ნიშნავს გაჩერების მიღმაც დაინახო. დღეს გააჩერო მაგალითად “ვექტორი”, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი გადაცემაა პირდაპირ და ღიად ქვეყნის ევროატლანტიკური მოძრაობის შესახებ, ესეც ხედვაა ჩემო ბატონო ვასილ და ვხედავთ, თორემ მაგ ტელევიზიაში ტუალეტის სუნი რომ მოსაშთობია, ამაზე ვინ გიჟი იდავებს“, – წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც სამეურვეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემის დროებით შეჩერებასა და თანამშრომლების ოპტიმიზაციას გულისხმობს, რომელიც 2018 წლამდე გაგრძელდება.
მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის შენობა ავარიულია და იმდენად ამორტიზებულია, რომ სპეციალისტების დასკვნით, ვერანაირ ტექნოლოგიურ ჩარევას და რემონტს ვერ გაუძლებს.