ხიდაშელი-უსუფაშვილის მიძინებული სკანდალი რომელსაც 2 ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
თინა ხიდაშელისა და მისი მეუღლის – დავით უსუფაშვილის სახელს უკავშირდება 24 და 11 წლის ძმების, ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილების ტრაგედია. ორი ძმა უსუფაშვილ–ხიდაშელის ავტომანქანასთან ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
მართალია, გამოძიებამ დამნაშავეებად გარდაცვლილი მძღოლი ცნო და საჭესთან მჯდომ უსუფაშვილს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, თუმცა, მთელი საქართველო აღაშფოთა აღნიშნული შემზარავი ინციდენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, თინათინ ხიდაშელის ცეკვა–თამაშმა, რომელიც საახალწლო პროგრამას უკავშირდებოდა.
აქ საკვირველი უფრო ის არის რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც პატარა საბაბიც საკმარისი იყო ე.წ ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს ტრაგიკული ამბავი თითქოს არც ყოფილა.
“როგორც მაშინ გავიგე დამნაშავე უსუფაშვილისა და ხიდაშელის ავტომობილი ჰონდა იყო , რადგან შემხვედრ მოძრაობაზე გადმოვიდნენ და წინიდან შეეჯახნენ ძმებს
ძმები ადგილზე დაიღუპნენ
ლექსებს წერდა და ხატავდა ეს ბიჭი , ახლაც მაქვს შენახული ეგ ნახატები და ლექსები
არც უსუფაშვილი არც ხიდაშელი ოჯახშიც კი არ ჩასულან ჭირისუფლებთან , არც მოუკითხავთ და არც რაიმე სახის დახმარება გაუწევიათ”
– აცხადებს გარდაცვლილი ძმების ერთ-ერთი ახლობელი
ავარია 2005 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მოხდა. ქობულეთში მცხოვრები ძმები – ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ მაშინ((მაშინდელი გამოძიების ვერსიით)), როცა მათი ავტომანქანა – ,,ჰონდა’’ ,,რესპუბლიკური პარტიის’’ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ,,ჰიუნდაის’’ მარკის ჯიპს დაეჯახა.
საჭეს დავით უსუფაშვილი მართავდა, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი, რომლებმაც ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს, რადგან ავტომანქანაში უსაფრთხოების ბალიშები ამოქმედდა. როგორც დავით უსუფაშვილი აღწერს, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ,,ჰონდას’’ მარკის ავტომანქანა მის სავალ ნაწილზე გადავიდა და გზა გადაუკეტა, რა დროსაც ის მარჯვენა მხრიდან შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხანძარი გაუჩნდა. დავით უსუფაშვილმა კი, თავისივე განმარტებით, ავტომანქანიდან საკუთარი შვილი და სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის გაჭედილი თინა ხიდაშელი გადმოიყვანა და როცა ,,ჰონდას’’ მარკის ავტომანქანისთვის მოიცალა, ავტომანქანაში მსხდომების დახმარება უკვე გვიანი იყო.
ნაწყვეტი დავით უსუფაშვილის იმდროინდელი ინტერვიუდან: “უშუალოდ შეჯახების მომენტში, გვერდით მესხდნენ თინა და სანდრო. მათ გადმოყვანას ვცდილობდი, იმიტომ რომ თინა გაჭედილი იყო სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის და როდესაც ესენი გადმოვიყვანე და გზის ნაპირას დავრჩი, ამასობაში იქ ხალხიც შეგროვებული იყო და მეორე მანქანასაც უტრიალებდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.”
ამ საშინელი ავტოავარიიდან ოთხი თვის შემდგომ, თინათინ ხიდაშელი საახალწლო სატელევიზიო შოუებისთვის ისეთი მონდომებით და ხალისით წერდა სიმღერებს, თითქოს ავარიის უშუალო მონაწილე კი არა, თვითმხილველიც კი არ ყოფილიყო. მაშინ ხიდაშელის ამ საქციელმა საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია.
პ.ს: 2012 წელს რესპუბლიკელმა თინათინ ხიდაშელმა, როგორც დანარჩენმა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა, სამართლიანობის აღდგენის პირობა დადეს. თუმცა ქალბატონი ხიდაშელის მხრიდან ვერ დავინახეთ ვერცერთი ინიციატივა ნორმალურ პირობებში გამოძიებულიყო ის ტრაგედია, რომელსაც ორი ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ეტყობა ქალბატონი თინათინ ხიდაშელი ეყრდნობა და ენდობა იმ გამოძიებას რომელიც 2005 წელს ჩატარდა, სწორედ იმ დროს რომელსაც თავად უსამართლო რეჟიმს უწოდებს.