თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს სხდომაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და კონკრეტულად იმ განკარგულების საკითხს განიხილავენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს ქონება გადაეცა.
ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნული განკარგულების გაუქმებას მოითხოვენ.
როგორც მათ განაცხადეს, ქონების გადაცემა ზვიად ნაზღაიძისთვის კანონდარღვევით მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრები კორუფციაშიც დაადანაშაულეს.
მათ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა. მისი თქმით, წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდად აქცევს.
ჯაბა სამუშიას განცხადების შემდეგ, განცხადება გააკეთა რიმა ბერაძემ, რომელმაც ოპონენტებს მოუწოდა, დაესახელებინა ის პირები, ვისაც კორუმპირებულებს უწოდებენ.
ამის შემდეგ დეპუტატების მხრიდან სხდომაზე ურთიერთბრალდებები გაისხმა. შეკამათება ამ დრომდე გრძელდება.
ipn.ge