ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან – „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანებაა. ცეცხლი შენობის პირველ სართულს ხელმეორედ გაუჩნდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.
დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რადგანაც მათი განცხადებით, დემონტაჟის შემდეგ, ინვენტარის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.
პოლიციამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
შენობაში შეჭრის მცდელობის დროს, „ბავშვთა სამყაროს“ ფასადის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.