ხმაურის დადგენილი ნორმატივების დარღვევის შემთხვევაში, პირს შესაძლოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
შესაბამისი ცვლილებები ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე იმსჯელა და ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
რეგულაციების შემოღების წინადადებით პარლამენტს დედაქალაქის საკრებულომ მიმართა. ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე დაწესებულებებზე გავრცელდება, რომლებიც ხმაურის დადგენილ ნორმატივებს დაარღვევენ.
კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომებზე გაგრძელდება
წყარო : Infonews.ge