ხომ არ ხდება ისე, რომ მოსამართლეებზე ვიღაც სხვა ახდენს მუქარას თუნდაც ოდესიდან? – გია ვოლსკი

ხომ არ ხდება ისე, რომ მოსამართლეებზე ვიღაც სხვა ახდენს მუქარას თუნდაც ოდესიდან?, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, ეს თემა დღის წესრიგიდან შესაძლოა მოიხსნას მას შემდეგ, რაც გიორგი პაპუაშვილი დამადასტურებელ ფაქტებს წარმოადგენს.

”მე არ ვიცი ”ნაციონალური მოძრაობის” რა დავალება ჰქონდა პაპუაშვილს და რა ვერ შეასრულა. მაინტერესებს, როგორც მოქალაქეს, რა მასალა აქვთ ასეთი, რომლითაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა განახორციელო. ხომ არ ხდება ისე, რომ ვიღაც სხვა ახდენს მუქარას, თუნდაც ოდესიდან, რომ ამხელა იმუნიტეტის მქონე მოსამართლეები შეშინდნენ და დადგნენ გარკვეულ პოზიციებზე? ეს თემა დღის წესრიგიდან შესაძლოა მოიხსნას მას შემდეგ, რაც გიორგი პაპუაშვილი დამადასტურებელ ფაქტებს წარმოადგენს, თუ მის მიმართ რაიმე კონკრეტული ხორციელდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...