“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელენე ხოშტარიამ “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებით ქვეყანაში პოლიტიპატიმრების არსებობის ეპოქა უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, გიგი უგულავას გათავისუფლებაში ძალიან დიდი როლი საერთასორისო მხარდამჭერებმა ითამაშეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს დასაწყისი პოლიტპატიმრების გათავისუფლების. პოლიტპატიმრობის ეპოქა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ასე. გიგი უგულავა იყო პოლიტპატიმარი, მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი ატარა ამ წლების განმავლობაში. იჯდა ციხეში, მოიხადა სასჯელი. ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მოქალაქისთვის, არა მარტო ჩვენი პარტიისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ დასრულდეს ეპოქა, როდესაც ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.
ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ასე მომხდარიყო. წლების განმავლობაში ისინი საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, გვახსოვს რომ გიგი უგულავას მიმართ განსაკუთრებით იყო დარღვეული ძალიან ბევრი უფლება, ის იჯდა უფრო დიდი ხანი ვიდრე წინასწარი პატიმრობა ითვალიწინებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.
IPRESS.Ge