ხუმრობები “ხეზე” – სოციალური ქსელიდან

ბათომის მაზრიდამ გვსწერენ, რომ ქართველს დიდვაჭარსა და კომერსანტს ბიძინა ივანისშვილს გარდუსწყვეტია ურეკში დენდროლოღიური პარკი გააწყოსო და ამისთვისცა აქეთ-იქიდამ დიდრონი და ძველ-ძველი ხეები გარდააქვს. გუშვინათაც ციხის-ძირიდამ ერთი ას-წლოვანი ხე, რომელსაცა ტიტა ჰრქვიან, მიწითურთ ამოსთხარეს, ბარჟაზედ დასდვეს და ასრედ გაასცურეს ზღვის ტალღებზედ ურეკისკენ.
ამის თაობაზედ ბევრი საზოგადო პირი აღჰშფოთდა, ეს ივანისშვილი დიდად ახირებული ვინმეა და მაგისს ხუშტურებზედ ხომ არ უნდა იაროს ახლა უკვე ფლორამაც და ფაუნამაცო. თავად ხემ კი განასცხადა, რომ გულ-მშვიდათ იმოგზაურა, თუცა მგზავრობა მაინც მსწყენსო, ჰასაკიც სათანადო არა მაქვსო. ისე კი, უკვე ასი წელიწადია კენწეროდამ გავჰყურებ ზღვას და მუდამ-ჟამ მჰსურდა ზღვაში შესცურვაო. და ახლაღა ამიხდა ოცნებაო.

წყარო;ტფილისის სტამბა.12472439_934964303285539_6113196946732392095_n

12295502_934966326618670_8607108332127705871_n

Comments
Loading...