ხვალ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე აქამდე გაუხმაურებელი დეტალები გახდება ცნობილი
ხვალ, 12:00 საათზე “პირველი რადიოს” პრესკლუბში კორტების სპეცოპერაციის გამო გასამართლებული გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
საქმე ეხება ახალადაღმოჩენილ გარემოებებს და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის პოლიტიკურ განაჩენს, რომელიც ბრალდებულ მხარეს სრულად გუშინ გადაეცა.
ბრალდებულები ხვალ საზოგადოებას აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს გააცნობენ, რაც კორტების სპეცოპერაციის დამატებით სხვა დეტალებს მოიცავს. საქმეში დაკავებულების ოჯახების მოთხოვნით ახალი ადვოკატი ჩაერთო.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.