ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს.

სინოპტიკოსის მავილე ბერიძის ინფორმაციით, ხვალ სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი, ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. სინოპტიკოსის პროგნოზით, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძლედება. ამ დროისათვის ბათუმში თოვს.

 

ipn.ge

Comments
Loading...