კიდევ ერთი უარი პრეზიდენტს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოთხოვნილი მსჯელობა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ისევე როგორც მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, ვიცეპრემიერ კახა კალაძესთვის შოუა და პირველი პირისგან საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მცდელობა.

ვიცეპრემიერისგან განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სხდომაზე დასწრებას კონსტიტუციის დაცვის აუცილებლობის კონტექსტში განიხილავს და სხდომაზე მისვლას აპირებს.

უცნობია, მივა, თუ – არა, საბჭოს სხდომაზე პრემიერი. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის კომუნიკაციის პრობლემა ამ დრომდე აქტუალურია. ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის 4 მიმართვიდან მთავრობას პასუხი არცერთზე არ გაუცია.

კონსტიტუციონალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობა პრეზიდენტის ლეგიტიმური მიმართვების იგნორირებით საკუთარ ვალდებულებებს არ პასუხობს და ამით პრემიერის იმპიჩმენტის საფუძველს ქმნის. იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის უფლებამოსილება პარლამენტის წევრთა ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს აქვს.

Comments
Loading...