კიევის მერის არჩევნებში ვიტალი კლიჩკომ გაიმარჯვა
კიევის მერის არჩევნებში ქალაქის მოქმედმა ხელმძღვანელმა ვიტალი კლიჩკომ გაიმარჯვა. კლიჩკოს მხარი ამომრჩეველთა 66,5 პროცენტმა დაუჭირა. რადას დეპუტატს ბორისლავ ბერეზუს კი 33,51%–მა მისცა ხმა.
არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართა და ამომრჩეველთა აქტივობამ 28,35% შეადგინა.
კიევის მერის არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს ჩატარდა და მაშინ კლიჩკომ ხმების 40,5% მიიღო.