კიევის ყოფილმა მერმა მეგის ქარდავაზე ნადირობის სეზონი გახსნა (ჯილდო 150 000 დოლარი)
კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის ბედნიერი საქართველოსთვის ჩანოყალიბების შესახებ, მან ქობულეთში შეკრებილ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ ამცნო. ჩერნოვეცკი ხუთი წელია ქობულეთში ცხოვრობს, მან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.
ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები ამას უკრაინელი პოლიტიკოსი არ
აკონკრეტებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწამებლებთან არ ითანამშრომლებს. თუმცა ვინ იგულისხმა მწამებლებში არ დაუკონკრეტებია. ჩერნოვეცკიმ ასევე, განაცხადა, რომ ის ვინც მეგის ქარდავას პოლიციაში მიიყვანს პირადად უკრაინელი პოლიტიკოსისგან საჩუქრად მიიღევს 150 000 დოლარს. “ვინც მეგის ქარდავას იპოვის და ჩააბარებს პოლიციას, პირადად ჩემგან გადაეცემა 150 000 დოლარი, თუ უფრო მეტს მოითხოვს მეტსაც გადავუხდი”-განაცხადა ჩერნოვეცკიმ.