კიწმარიშვილის, რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, კიწმარიშვილის, რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ოპოზიციის შეხედულებებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ამ თემებს პროკურატურა სწავლობს და საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.

“არც იმდენად მნიშვნელოვანია ეს არის მოთხოვნა მოთხოვნისათვის. ამ 3 თვის განმავლობაში მათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ. მე არ ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას. ამ საქმეებს სწავლობს პროკურატურა,”- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

Comments
Loading...