კლუბის მეპატრონე: ჩემ კლუბში ყველას არ ვუშვებ – ძალიან ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან ქართველი მამაკაცები, რომლებიც აგრესიულები და კონფლიქტურები არიან

თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მეპატრონის ქეთა გაბუნიას თქმით, საკუთარ დაწესებულებაში იმ მამაკაცებს, რომლებიც აგრესიითა და ძალადობით გამოირჩევიან, არ უშვებს.

როგორც ქეთა გაბუნია „კავკასიის“ ეთერში აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, აგრესიით, ძალადობით, ჰომოფობიითა და ქსენოფობიით ქართველი მამაკაცები გამოირჩევიან.

„ჩემი კლუბი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობს, ეს არის ელექტრონული მუსიკა. ჩემთან ჩამოდიან საერთაშორისო არტისტები, უკრავენ ადგილობრივი DJ-ები და პროდუსერები. ჩემთანაც შეიძლება მოვიდეს ერთ დღესაც პოლიციელი და მომთხოვოს, შევუშვა ადამიანები, რომლებსაც არ ვუშვებ.

ჩემ კლუბში ყველას არ ვუშვებ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან ქართველი მამაკაცები, რომლებიც არიან აგრესიულები, ნასვამები; არიან კონფლიქტურები, ჰომოფობები, ქსენოფობები. ჩემი კლუბი თავიდან ბოლომდე არის დაცლილი ყველანაირი მსგავსი ადამიანისგან, თუმცაღა უცხოელები ძალიან მარტივად შემოდიან“, – განაცხადა ქეთა გაბუნიამ.

 

Comments
Loading...