“კოალიციები კი არა, ანტანტა დაიშალა და სამყარო აგრძელებს არსებობას,” – სოზარ სუბარი

კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარები კეთდება მინისტრთა კაბინეტში. მათი შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გოგი თოფაძის მხრიდან, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არასწორია.

მათივე თქმით, მსგავსი განცხადებებისგან დეპუტატებმა თავი უნდა შეიკავონ, რათა ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

“თუ მაინცდამაინც მოხდა კოალიციის დაშლა, ზოგადად, კოალიციები კი არა, ანტანტა დაიშალა და სამყარო აგრძელებს არსებობას,” – აცხადებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განმარტებით, კოალიცია დაშლის წინაშე დღეს არ დგას და ემზადება წინასაარჩევნოდ.

დატოვებს თუ არა გოგი თოფაძე კოალიციას, ეს კვირის ბოლოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა.

Comments
Loading...