კოალიციის 90% სააკაშვილთან გარიგებული პოლიტიკური გვამი იყო, რომლებიც ივანიშვილმა გააცოცხლა

პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ პოლიტიკოსებმა, ვინც კოალიციაში ჰყავს, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად გამოიყენეს და მათი ამოცანაც ეს იყო.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივი“-ს ეთერში განაცხადა, 90% იმ ადამიანებისა, ვინც კოალიციაში იყო, უკვე პოლიტიკური გვამები იყვნენ და ივანიშვილმა ისინი გააცოცხლა.
„ეს ადამიანები იბრძოდნენ არა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად.
მე როცა მათთან ერთად მიტინგებზე ვიდექი, ისინი პოლიტიკური გვამები არ იყვნენ, მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე მათი აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილთან პირდაპირ გარიგებებზე წავიდა, როდესაც მასთან შეხვედრაზე ხელი ჩამოართვეს და აღიარეს, რომ თითქოს სააკაშვილის ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო, მერე მთელი პერიოდების განმავლობაში თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ამის შემდეგ კი, ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ ყოფილან“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments
Loading...