კობა გვენეტაძე – ონლაინ სესხებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს

ონლაინ სესხები არის საკითხი, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ საქარტველოს ეროვნული ბნაკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერეცნაიზე განაცხადა.

მისივე თქმით,ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ ასეთ სესხებს, არ შედის ეროვნული ბანკის დაქვემდებარების ქვეშ.

გვენეტაძის აზრით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ დაარეგულირებს ამ საკითხს.

„პრაქტიკა სხვადასხვანაირია ქვეყნების მიხედვით. ჩვენი აზრით, ეს საკითხი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდეს“,-აღნიშნა გვენეტაძემ.

Comments
Loading...