პარლამენტის წევრ მანანა კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მას ნდობა გამოუცხადა არა როგორც პარტიის წევრს, არამედ როგორც იურისტს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, სამართლიანი სასამართლოს უფლება
“ვფიქრობ, იმაზე დიდი პატივი არაფერია, რომ იურისტს მოგეცეს შესაძლებლობა კონსტიტუციის უზენაესობას ემსახურო და კონსტიტუციის მცველი და მოდარაჯე იყო. გუნდში გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა იყო. ასევე, სხვადასხვა კანდიდატურასთან დაკავშირებით მოსაზრებები არსებობდა, თუმცა საბოლოო ჯამში, გუნდმა ასე გადაწყვიტა, რაც გამოწვევაა. პირველ რიგში, ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკა დავტოვე და სამართლის სფეროში გადმოვედი”, – აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.