კოჯორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული თავისუფალია

ორი წლის წინ კოჯორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ირაკლი კაკაურიძე თავისუფალია. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ კაკაურიძე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საბოლოოდ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.კაკაურიძე გამოძიების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა, რის შემდეგაც მან მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. ადვოკატი კაკაურიძის შემხებლობას მომხდარ მკვლელობასთან გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილსა და დაკავებულს არ იცნობს. ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.

Comments
Loading...