კოჯრის ტყეში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კოჯრის ტყეში 25 წლის მამაკაცის ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

Comments
Loading...