კოკა ყანდიაშვილი:ლოცვები გააძლიერეთ, მოინანიეთ ცოდვები, ირწმუნეთ ღმერთი

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელებში თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობის შესახებ

q9d43gq3tqfs7q4

„დააკვირდით ფოტოს და იპოვეთ ერთი ახალი სახე – წლის გამოცანა……….

ასეთი დაშლილი, დაბნეული, აჭრილი და სუსტი ნაცები ჯერ არ მინახავს.

1. ეს ძველი პირველი ნომერი – 9 ნომერი კალოშის ფასია, ნაციონალები რომ კაი ხანია ხმარობენ, ხან პარლამენტის თავმჯდომარედ, ხან საპრეზიდენტო კანდიდატად და ხანაც განახლებული სიის სათავედ.

2. მეორე ნომერი – ამ ვითომ “დამოუკიდებელ” და ვითომ “ექსპერტს”, და ვითომ “NGO” სახესაც – სააკაშვილი ჰქვია თურმე.

3. ეს ძაან ძველი რომანა გოცირიძეც – ახალი სახე ყოფილა. :)) აბა მიუკერძოებელი ექსპერტია ეკონომიკურ საკითხებშიო? პაპიროსი პირში.

4. ნიკონორ მელია – ძველია, ბნელია :))))

5. გიორგი ტყღუში – აი, ამ ნაძირალას რომ სიაში შეიყვანს რებრენდიგებული პარტია, სააკაშვილის ციხეების მინისტრს, სააკაშვილის სახალხო “დამცველს”, სააკაშვილის მონას, რომელიც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას უპრავებდა წლების მანძილზე ჯალათებს – რის იმედი უნდა ჰქონდეს ისეთ პარტიას?

6. ოთო კახიძე – ახალი სახე ყოფილა. :)) ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ბოლო 4 წელია ამტკიცებს, რომ ბაჩო ახალია მხოლოდ ვაშლებს თლიდა და ჭერში ალაგებდა.

7. სალომე სამადაშვილი – ჩემი მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან არ მაქვს მასთან კონტაქტი – ცუდს მაინც არ ვიტყვი არაფერს. სააკაშვილის ელჩი იყო ბრუსელში – ალაგებდა.

8. ირაკლი აბესაძე – :))) ბიჭო შპაკლი მაინც წაგესვათ – ეგება და ვერ გვეცნო, ეს მერიის ვირთხა. რაც მაგას მერიიდან მოტეხილი ფულები გაუპრავებია 2003-2012 წლებში – იმდენი ხანი არ დაბრუნდნენ ნაცები ხელისუფლებაში.

9. სერგი კაპანაძე – პირადად მე პატივს ვცემ ამ კაცს. თუმცა, რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ მიუკერძოებელი ექსპერტის სახელით მოქმედი, სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კვლავ ბრუნდება მშობლიური პარტიის წიაღში. არა და ნამდვილად ჰქონდა ამ ადამიანს პერსპექტივა.

10. სერგო რატიანი – ნუ აქ სიახლესთან პათეტიური სიახლოვეც კი არ გვაქვს.

11. ლელა ქებურია; 12. დიტო ძაგნიძე; 13. სოფიო სიუკაევა; 14. ნინო კვიტაიშვილი; 15.მარიამ რამინაშვილი; 16. ბესო წერედიანი.

– ყველაფერი, ნაციონალების მშობლიური კომუნისტური პარტიის ესთეტიკის ფარგლებში ჯდება – პედაგოგი პერიფერიიდან, მეჩაიე, მეტალურგი, მწველავი ფერმიდან – რომლებსაც სააკაშვილი შეეკითხება ხოლმე, ბუჩქებშია კაი ბანაკები თუ მთაში.

მთავარი რჩევა!

ლოცვები გააძლიერეთ, მოინანიეთ ცოდვები, ირწმუნეთ ღმერთი – !“

Comments
Loading...