კოლექტიური “გასანაა” დღევანდელი საზოგადოება- ოთარ ბექაური

უფლებადამცველი ოთარ ბექაური მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება და განცხადებას აკეთებს, რომელსაც ემპრესი უცვლელად გთავაზობთ.

ქართული საზოგადოება vs მაგდა პაპიძე, ანუ კოლექტიური გასანა
მინდა გამოვეხმაურო მაგდა პაპიძისა და მისი ოჯახის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟსა და ჭორების კორიანტელს.
თავდაპირველად მსურს მოგითხროთ ერთი გენიალური ფილმის “ტბა”-ს მოკლე შინაარსი სადაც არის ერთი დაჩაგრული და მშიშარა ბიჭი, მეტსახელად გასანა. მას ყველა დასცინოდა, ყველა ჩაგრავდა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა კეფაში უტყაპუნებდა. ამ დროს, გასანას დამცველად მოევლინა ერთი გულიანი და მამაცი ბიჭი ზურა. თუმცა, გასანას წლების ნაგროვები ბოღმა მაინც გულში ჩარჩენოდა. საბოლოოდ, ის გაბოროტდა და თავისავე მფარველ ანგელოზს, სწორედ მან მოუღო ბოლო.
მივმართავ საზოგადოებას: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც ჩემ ბავშვობაში კანონიერ ქურდებს ეთაყვანებოდით. შემდეგ მოვიდა რეფორმატორი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელთაც ხერხემალში გადატეხეს ეს ბინძური სისტემა და თქვენ, იმავე წუთში “ქურდებს” დაცინვა დაუწყეთ.
ამის შემდეგ, მიშა სააკაშვილს ეთაყვანებოდით, სკანდირებდით მის სახელს ყველგან და ყოველთვის რადგან მისი ზოგს გეშინოდათ, ზოგი კი ძალას ხედავდით და ვინც ძლიერია იმისკენ იწევდით.
მიშას წყალმაც ჩაიარა… თქვენ ქვები აიღეთ ხელში და ყველამ თითო ქვა მიაყოლეთ ოდესღაც სათაყვანებელ ლიდერს.
ჰო, რატომ ვისაუბრე ამდენი? ასევე იყო უბედური მაგდა პაპიძის შემთხვევაც. თქვენ სეირის მაყურებელი ბრბო ხართ, ჩემო ძვირფასებო. მაგდას თავისი ტრაგედიაც ეყოფა, მისი უბედურება. აცალეთ, თუ დამნაშავეა მიიღოს სასჯელი და გამოიგლოვოს შვილი. მაგდას უბნელები და მეზობლები…. თურმე რამდენი ბოღმა და ზიზღი ჰქონიათ გულში ამ გოგოს მიმართ. ყველამ თითო მუჭა ტალახი მოიტანა სასროლად. ბრავო, თქვენ ის ხალხი ხართ რომელიც დიდი ხანი ბოღმას გულში იგროვებს და მომენტს ელოდება. კოლექტიური “გასანაა” დღევანდელი საზოგადოება! – აცხადებს ბექაური

Comments
Loading...