კოლუმბიის სანაპიროებთან აღმოჩენილ გემზე 3 მილიარდი დოლარის ღირებულების განძი იპოვნეს
კოლუმბიელმა მკვლევარებმა, ჩრდილოეთ კოლუმბიაში მდებარე ქალაქ კარტახენას სანაპიროებთან, 307 წლის წინ ჩაძირული ძველი ესპანური ხომალდის, „სან ხოსეს“ ნაშთი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, გემი ძვირფასი ქვებით, ოქროსა და ვერცხლის მონეტებით იყო დატვირთული, განძის საერთო ღირებულება კი, წინასწარი შეფასებით, 3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ამას გარდა, აღმოჩენილ იქნა კიდევ რამდენიმე მსხვილი ხომალდის ნაწილებიც. კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელს სანტოსმა ამ ფაქტს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა“ უწოდა.
_მინდა, უდიდესი სიხარულით მოგახსენოთ, რომ კოლუმბიის კულტურის სამინისტროსა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დეპარტამენტის ძალისხმევით, „სან ხოსეს“ ფრაგმენტები აღმოვაჩინეთ. ეჭვგარეშეა, რომ ეს სწორედ ის ხომალდია, რომელსაც წლების მანძილზე ვეძებდით,_ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი.
აღნიშნული გემი ესპანეთის მეფე ფილიპ V-ს ფლოტილიის შემადგენლობაში შედიოდა. მასზე არსებული ძვირფასეულობით, მეფე ფილიპი ბრიტანული კოლონიების წინააღმდეგ ომის წარმოებას აპირებდა, მაგრამ 1708 წელს, ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა გემის განადგურება მოახერხეს და ის კარიბის ზღვაში, ისლას-დელ-როსარიოს არქიპელაგის სიახლოვეს ჩაიძირა. მას შემდეგ, დაკარგული განძის მოძებნა უამრავმა ენთუზიასტმა სცადა, მაგრამ – უშედეგოდ.
წყარო
reuters