კომერციული ბანკები ,,ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულებს სესხებს გადაუვადებენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძის განცხადებით კომერციული ბანკები მზად არიან ,,ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულებს სესხები გადაუვადონ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკი მსესხებლებს შუამავლობას გაუწევს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ.