კონჩიტა ვურსტი მამაკაცურ ცხოვრებას უბრუნდება!

„ამ წვერიანმა ქალმა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შეეძლო“, – განაცხადა ტომას ნოივირტმა „Welt am Sonntag“-თან ინტერვიუში.

ავსტრიელმა ტრანსვესტიტმა, მომღერალმა ტომას ნოივირტმა, რომელიც უფრო კონჩიტა ვურსტის სცენური ფსევდონიმითაა ცნობილი, განაცხადა, რომ მისი ქალური ალტერ-ეგო ამოიწურა და ახალ იმიჯზე მუშაობს, – წერს გერმანული გამოცემა „Welt am Sonntag“.

მომღერლის თქმით, კონჩიტას გარსში გახვეული საკუთარი თავი აღარ მოსწონს, ამიტომ მალე მსოფლიოს კონჩიტასთან დამშვიდობება მოუწევს.
„ისეთი განცდა მაქვს, რომ ახალი ინდივიდუალურობის შექმნა მინდა. შესაძლოა, ჩემგან ძალიან შორს მყოფისა და განსხვავებულის, მაგრამ ამ წვერიანმა ქალმა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შეეძლო. ის აღარ მჭირდება… მე ის უნდა მოვკლა“, – განაცხადა ტომას ნოივირტმა „Welt am Sonntag“-თან ინტერვიუში.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ მომღერალმა უკვე დაიწყო მამაკაცურ იმიჯზე მუშაობა და სულ ახლახან ტომას ნოივირტის ინსტაგრამზე მამაკაცური ფოტოებიც გამოჩნდა.

ცნობისთვის – ავსტრიელმა ტრანსვესტიტმა კონჩიტა ვურსტმა (თომას ნოივირტმა) სიმღერით „Rise like a Phoenix“ „ევროვიზია 2014“-ზე 290 ქულით გამარჯვება მოიპოვა.
„ეს გამარჯვება ეძღვნება ყველას, ვისაც მშვიდობისა და თავისუფლების სწამს! ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ!“ – წამოიძახა მაშინ სცენაზე გამარჯვებით აღელვებულმა და აცრემლებულმა კონკურსანტმა.

Comments
Loading...