კოჭა – უნივერსალური წამალი და გასახდომი საშუალება

კოჭა – ცეცხლოვანი ფესვი თუ უნივერსალური წამალი. კოჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფესვი წარმოადგენს არომატულ კომპონენტს , რომელიც კერძებს პიკანტურობას ჰმატებს, ხოლო არატრადიციული მედიცინა მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

კოჭა ამაღლებს იმუნიტეტს, როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
კოჭაში არსებული ვიტამინების კომპლექსი აძლიერებს ნერვულ
სისტემას და იცავს ადამიანს დეპრესიისგან
ასუფთავებს ორგანიზმს მავნე შლაკებისგან
აუმჯობესებს კანის ფერს
ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, მატონიზირებელი მოქმედება
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას

ჩაის სახით 1 თვის განმავლობაში დღეში არა ნაკლებ 3-ჯერ მიღების შემთხვევაში კოჭას გააჩნია გასახდომი მოქმედება. ჩაის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ გახეხილ კოჭას უნდა დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
·

Comments
Loading...