კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დააკავეს. როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში კორუფციას “გასაქანი არ მიეცა”.
“კორუფციას ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორც ხედავთ გასაქანი არ მიეცა. ნებიემიერი შემთხვევა, როდესაც კორუფციის ფაქტი გამოვლინდა, ძალიან სწრაფად იქნა გამოვლენი და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მათ შორის ამ შემთხვევათა რიგში შედის ბოლო შემთხვევაც”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დანარჩენს კომპეტენტური მოსამართლე გადაწყვეტს და საჭიროა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.