კრწანისის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი

თბილისში, კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N127-ში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი 150 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 70 წლამდე მამაკაცი.

ადგილზე 6 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია

Comments
Loading...