“მე მინდა მივმართო იმ პოლიტიკურ პარტიებსა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში არიან წარდგენილი. ეს კონსტიტუციუი შესწორება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ დემოკრატიულ სტანდარტს, არის წის წითელი მიჯნა რომელიც თუ კი ხელისუფლება ოფიციალურად შემოიტანა საქართველოში, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია. რაც იქნება ყველაზე უფრო ეფეტური მექანიზმი”, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა
“ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო კომისია ეს არის ანტურაჟი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს. რეალურად ეს არის არა კონსტიტუციური რეფორმა, არამედ ირაკლი კობახიძემ თავისი სადიპლომო ნაშრომი წარადგინა, რომელიც მოიწონა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა ყველაფერ ამას უნდათ დაარქვან საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ამიტომ თუ გვინდა რომ ამას ჩამოვხადოთ ფარდა, ჩვენ მოუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, გამოუცხადონ ბოიკოტი ივანიშვილის კომისიას და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება ნათელი, რა პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიაში” – განაცხადა კახა კუკავამ.
ipress.ge