კვირიკაშვილი: საქართველო ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე ძალიან სანდო პარტნიორია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიო ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და იგი საქართველოში მიიწვია.

„საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანტონიო ტაიანისთან შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტში გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

Comments
Loading...