კვირიკაშვილი:”აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო.“

„25 წლის წინ ქართველმა ხალხმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ.

ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მონაპოვარი, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

Comments
Loading...