ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ზემო სვანეთს საკუთარი რწმუნებული ჰყავდეს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კვიციანმა განაცხადა, სამეგრელოს თავისი პრობლემა ჰყოფნის, რომ სვანეთის პრობლემები არ ჰქონდეს დამატებული.
„ამ თვალსაზრისით, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ მოქმედება, რადგან ესაა ხალხის მოთხოვნა. სვანების, რაჭველების და ლეჩხუმლების წარმომადგენლები არიან და ამაში დამეთანხმებიან“, – განაცხადა კვიციანმა.
დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.