კვლევების თანახმად მოსახლეობის 90% აზარტული თამაშების შეზღუდვის მომხრეა
„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-მ დემოგრაფიული და სოციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა:
კვლევა 9 კითხვისაგან შედგებოდა. კვლევის შედეგები ჟურნალისტებს პროფესორმა ანზორ თოთაძემ გააცნო. გთავაზობთ კითხვარს და გამოკითხვის შედეგებს:
1. რა არის გაეროს მიერ ქართველი ერის დემოგრაფიულად მომაკვდავი ერების სიაში შეტანის გამომწვევი მთავარი მიზეზი საქართველოში?
ა) ოჯახური ღირებულებების დაკნინება 20,6% (261)
ბ) სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია 13,7% (175)
გ) ეკონომიკური სიდუხჭირე 65,7% (836)
2. ეთანხმებით თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია” და „გენდერული იდენტობა” ამოღებას?
ა) დიახ 79,5% (1011) ბ) არა 15,2% (194) გ) არ ვიცი 5,3% (67)
3. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, გამოხატავენ მათ დამფინანსებელთა ინტერესებს და ხშირად მიდიან საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და მისი ტრადიციების წინააღმდეგ?
ა) დიახ 76,1% (968) ბ) არა 9,3% (119) გ) არ ვიცი 14,6% (185)
4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართულ ტელესივრცეში მოქმედი თოქ-შოუები ძირითადად ამორალური ხასიათისაა და უზნეო ცხოვრების წესის რეკლამირებას ახდენს?
ა) დიახ 69,6% (886) ბ) არა 22,3% (283) გ) არ ვიცი 8,1% (103)
5. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში აზარტული თამაშები უნდა შეიზღუდოს?
ა) დიახ 90,1% (1146) ბ) არა 6,8% (87) გ) არ ვიცი 3,1% (39)
6. საქართველოს სკოლებში უცხო ენა პირველი კლასიდანვე უნდა ისწავლებოდეს?
ა) დიახ 31,8% (404) ბ) არა 57,6% (733) გ) არ ვიცი 10,6% (135)
7. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიან ოჯახებზე სხვადასხვა სოციალური შეღავათების (დენზე, ბუნებრივ აირზე) დაწესებით, დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდება?
ა) დიახ 62,3% (792) ბ) არა 24,8% (315) გ) არ ვიცი 12,9% (165)
8. უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლის 3-4 კლასებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი საგანი „მე და საზოგადოება” – რომელშიც საუბარია კონფლიქტებზე ოჯახში, გენდერულ სტერეოტიპებზე და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ყველა სახის უმრიცირესობის მიმართ?
ა) დიახ 13,1% (167) ბ) არა 70,8% (901) გ) არ ვიცი 16,1% (204)
9. ეთანხმებით თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?
ა) დიახ 36,9% (469) ბ) არა 48,1% (612) გ) არ ვიცი 15% (191)
ასევე დღეს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია წარსულში “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” სახელით იყო ცნობილი, თუმცა ამიერიდან “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს” სახელით განაგრობს საქმიანობას.