ლადო სადღობელაშვილი: „კვირიკაშვილი გვატყუებს და ამასთანავე გვაჩეჩებს ლატენტურ ნაციონალს!!!“

„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„თ ვ ი თ ლ ი უ ს ტ რ ა ც ი ა ! კვირიკაშვილი გვატყუებს და ამასთანავე გვაჩეჩებს ლატენტურ ნაციონალს!!!
აი რატომ არ მჯერა რომ ის რაც კოღუაშვილმა განაცხადა შეუთანხმებელი იყო კვირიკაშვილთან! ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და შეთანხმებული იყო!
————–
კოღუაშვილი – „საჭიროა უმკაცრესი დისციპლინა შიდაპარტიულ სტრუქტურებში“ 18 მაისი 2016
კოღუაშვილი – “მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ის გარემოებების მძევალი გახდა” 21 მაისი 2016
————–
არა ლოგიკურია ერთ დღეს კაცი დისციპლინაზე საუბრობდეს მეორე დღეს კი შეუთანხმებელ განცხადებას აკეთებდეს! მოსინჯეთ და საზოგადოებამ ვერ გაატარა არა?! არც თქვენ გაგატარებთ საზოგადოება!!! ეგ ბაიკები მოუყევი იმათ ვისთანაც გაგსვლიათ!!!
პ.ს. ისე რა საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ! რ ე ა ლ ო ბ ა !
ქოცები ბურჭულაძეს აბრალებენ სააკაშვილთან ფარულ გარიგებას, თუმცა ვითარება ასეთია – ბურჭულაძეს გვერდით გურამ გირგვლიანი დგას (მერაბიშვილის მეუღლის სალაყაიას დავალებით პოლიციის მიერ ჩაცხრილულის მშობელი), ხოლო საქოცეთში კოღუაშვილია რომელიც ღიად უწოდებს მერაბიშვილს უდანაშაულოს და მის შეწყალებაზე საუბრობს!“ – აცხადებს სადღობელაშვილი
13221597_1187587614619833_952619663178453253_n

Comments
Loading...