ლადო სადღობელაშვილი თეო ხატიაშვილისა და ნინია კაკაბაძის ბრალდებას ეხმაურება

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი თეო ხატიაშვილისა და ნინია კაკაბაძის ბრალდებას ეხმაურება

“SOS SOS SOS “თავისუფალი თაობის” საგანგებო განცხადება!
გუშინ საღამოს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „ ფაქტორში“ ქ-ნ ნინია კაკაბაძემ და თეო ხატიაშვილმა განაცხადეს რომ, მათი დაანონსებული აქცია, სადაც უნდა მოეთხოვათ ღარიბაშვილის და სხვა მთავრობის წევრების მონასტერში წასვლა, გადადეს, იმ მიზეზით რომ თქმით ლადო სადღობელაშვილმა და „თავისუფალი თობის“ სხვა წევრებმა მუქარის წერილები და შეურაცმყოფელი განცხადებები გავაკეთეთ აქციის ორგანიზატორების მიმართ! ასევე ჩვენ ახალგაზრდა პარტიოტი სტუდენტები მოგვიხსენიეს როგორც ექსტრემისტული ჯგუფი!
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ ირწმუნება, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებული განცხადებები არის მიზანმიმართული ორგანიზაციის დისკრედიტაცია და მეტი არაფერი!
ამ ყველაფერზე მოვითხოვთ მათი მხრიდან ახსნა განმარტების გაკეთებას. ან დაადასტურონ ჩვენი მხრიდან არსებული მუქარის არსებობა რაიმე მტკიცებულებით, ან საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ორგანიზაციის შეურაცხმყოფისთვის. წინაამღდეგ შემთხვევაში გავაპროტესტებთ ჩვენს მიმართ არსებულ ბრალდებას არა სასამართლოში არამედ თქვენივე ოფისთან რასაც მტერსაც არ ვუსურვებთ!”

Comments
Loading...