ლალი ბადურაშვილი „ოცნების“ ახალ სახეებზე: იმედი გვაქვს, ესენი არ შეიცვლებიან (ვიდეო)


მსახიობი ლალი ბადურაშვილი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინეს საზოგადოებას.

ბადურაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მხარს ამომრჩევლის 80%-90% უჭერს.

„10% გადანაწილდება სხვებზე, ორ და სამკაციან პარტიებზე“, – განაცხადა ბადურაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ახალი სახეები წესიერებით, პროფესიონალიზმით არიან შერჩეულნი.

„ერთი კი არის, რომ მიდიან, მერე იცვლებიან ხოლმე ბევრი. იმედი გვაქვს, ესენი არ შეიცვლებიან“, – განაცხადა ბადურაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

ღონისძიებას, რომელიც საგურამოში გაიმართა, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...