ლალი მოროშკინა ირმა ინაშვილის მიმართავს: ”ირმა, შენ დათო ჩემი ოჯახი ხართ! გისურვებთ წარმატებებს!

“პატრიოტთა ალიანსი” ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს. ბლოკში ერთიანდებიან პარტიები – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი საქართველო” (კახა კუკავა) , “თავისუფლება” (კონსტანტინე გამსახურდია), “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი” (აკაკი ასათიანის), “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” (გოჩა ჯოჯუა), და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” (გია ბერძენიძე).

პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საართველოსთვის” წევრი ლალი მოროშკინა ირმა ინაშვილის მიმართავს:
”ირმა, შენ დათო ჩემი ოჯახი ხართ! გისურვებთ წარმატებებს! და მერე რა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვართ? ჩვენ უნდა შევძლოთ გადაღლილ, გათანგულ საქართველოს მაღალი პოლიტიკური კულტურა ვაჩვენოთ! ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს რეალობაში, როდესაც მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პატივისცემა და სიყვარული გადაწონის პოლიტიკურ დაპირისპირებას. მიყვარხართ!”, – მიმართავს მოროშკინა ინაშვილს.

Comments
Loading...