ლალი მოროშკინა: ტელეარხ „1+1“-ს ციხის საკნის საჯარო კადრები მივაწოდე

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს ყველა იმ საინფორმაციო სააგენტოს, რომლებმაც მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. კერძოდ, მოროშკინას თქმით, მან ტელეარხ „1+1″-ს ციხის საკნის საჯარო კადრები გადასცა, რამდენიმე ქართულმა სააგენტომ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მოროშკინამ ე.წ. კასრების მასალები მიაწოდა ამ მედიასაშუალებას.

„დაამახინჯეს ტექსტი და კონტექსტი. კოლომოისკის ტელეარხ „1+1″-ს მივეცი ციხის საკნის საჯარო კადრები. ამ სააგენტოებმა კი საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ისე, თითქოს ლალი მოროშკინამ ამ მედიასაშუალებას გადასცა ე.წ. კასრების მასალები”, – განუცხადა „რეპორტიორს” მოროშკინამ.

საინფორმაციო სააგენტოებისგან ლალი მოროშკინა კომპენსაციის სახით 50 000 ლარს მოითხოვს.

Comments
Loading...