ლალი მოროშკინას აზრით სააკაშვილის მხრიდან ტერაქტები და სისხლისღვრაა მოსალოდნელი
ლალი მოროშკინამ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” სააკაშვილისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა:
„საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და უბოროტესი არსება – სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაშია, სწორედ იმ მომენტს ელოდება, როცა, მსოფლიო არეულობის ფონზე, პატარა საქართველო ყველას მიავიწყდება და ოდესის გუბერნატორს საშუალება მიეცემა, თბილისში თავისი პროვოკაციული ჩანაფიქრები განახორციელოს!
დიახ, სააკაშვილი საქართველოში ტერაქტებსა და სისხლისღვრას მოაწყობს, ჩვენთვის კი რთული გასარჩევი იქნება, ეს ისლამურმა სახელმწიფომ გააკეთა თუ იმ განსაკუთრებით საშიშმა კრიმინალებმა, რომლებსაც 30-40-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სააკაშვილმა ამნისტიით გაათავისუფლა!”- განაცხადა მოროშკინამ.