ლალიაშვილი: დოლიძეს „არა“, ლალიაშვილს „არა“, „არა“ თოდუას, მაგრამ „კი“ მურუსიძეს

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის თამარ ლალიაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

როგორც ჟურნალისტებს ლალიაშვილმა განუცხადა, მისი და მისი კოლეგების მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დადგენილება არსებობს, რომლებმაც ისინი პოლიტიკურ დევნილებად ცნო.

„იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც სასამართლო სისტემიდან ჩვენი განთავისუფლება მოხდა, პრინციპულები და დამოუკიდებლები ვიყავით. პარლამენტის წინაშე ასეთი ადამიანი ვიდექი და სამწუხაროდ, უმრავლესობამ უფლებათა აღდგენაზე არც კი იფიქრა. წარმოდგენა მრჩება, რომ „არა“ დოლიძეს, „არა“ ლალიაშვილს, „არა“ თოდუას, მაგრამ „კი“ მურუსიძეს და მისნაირ მოსამართლეებს. ეს სამწუხარო სინამდვილეა“, – დასძინა ლალიაშვილმა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურები კენჭისყრაზე ჩააგდო.

Comments
Loading...