ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად – თითქმის ექვსი პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7412 ლარი ეღირება. 17 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6837 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0575 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც თითქმის ექვსი პუნქტით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8615 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8050 ლარს შეადგენდა.

2.6837 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი დღეს საშუალოდ, 2.80 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

Comments
Loading...